29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის ევროკავშირი 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს

2021 წლის 26 მარტს ქალაქ ხაშურში ხელი მოეწერა საგრანტო დაფინანსების შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორის, რაფაელ ჟოზანის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის მიერ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბ-ნ კარლ ჰარცელის მონაწილეობით.

აღნიშნული გრანტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ. ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს და რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაუმჯობესება.

ამჟამად ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ტრანსსასაზღვრო მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საქმიანობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

პროექტს ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.

დღის ამბები