29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ბათუმში ნიკოლოზის ტაძარი დროებით დაიკეტა - წინამძღვარი იზოლაციაშია

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დროებით დაიკეტა - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ სასულიერო პირებს, მათ შორის ტაძრის წინამძღვარს და ასევე მედავითნეს.  ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება, ტაძარში კი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. 

"ჩვენს ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს საღამოს ლოცვამდე წმ. ნიკოლოზის ტაძარი იქნება დაკეტილი. ჩატარდება დეზინფექცია," - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები