29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები ორშაბათს, 29 მარტს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა.

მათივე ცნობით, დღის ბოლომდე დაზუსტდება, როდის დაბრუნდება დანიელსონი საქართველოში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. 

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

დღის ამბები