29 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში დიეგო კოლასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს და ევროკავშირის მედიაცია, ამ მიმართულებით, არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს.

"ვფიქრობ, რომ უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა არის რეალური გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ახლა ისედაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული მიმართულებით, სადაც ვითარება საკმაოდ რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნაში მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ ამ გამოწვევებისკენ და მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს და ევროკავშირის მედიაცია, ამ მიმართულებით, არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს.

მე ვუერთდები მათ, ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, რათა გამონახონ გამოსავალი, გადაფურცლონ ეს გვერდი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რაზეც ქვეყანას სჭირდება კონცენტრირება," - განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

დღის ამბები