29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მასზე ძალადობაში ბრალდებულებს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ამნისტია შეეხო.

დღის ამბები