29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ტოვებს თუ არა თანამდებობას თორნიკე რიჟვაძე - ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციას აბსურდს უწოდებს

ტოვებს თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას თორნიკე რიჟვაძე - გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდს უწოდებს.

პრემიერის შეფასებით, რიჟვაძე  ეფექტური მენეჯერია და გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟის ატეხვაა.

"ბატონო თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი წარმატებული მმართველ, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. აბსოლუტურად გაუგებარია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება  სერიოზული კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები