29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
"მოითხოვე ვადამდელი არჩევნები" - "ლელომ" ახალი კამპანია დაიწყო

"მოითხოვე ვადამდელი არჩევნები" - აღნიშნული მოთხოვნით "ლელო საქართველოსთვის" ახალ კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში პარტიის წევრები ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვებენ.

კამპანია მიზნად ისახავს ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზის დაძლევას და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას.

"ლელოს" წევრების თქმით, აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად,  ხელმოწერებს შეაგროვებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებას  ხალხის ხმა გააგონონ.

"ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა. გადატვირთვა ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით. ეს არის მთავარი მოთხოვნა. მაგრამ ყველაზე მთავარი არის რომ ამ პროცესში ჩვენმა მოქალაქეებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. ამიტომ გამოვედით ჩვენ დღეს ქუჩაში. ამიტომ გვექნება კომუნიკაცია ქართველ ხალხთან, ამომრჩეველთან, რათა გავაგონოთ მძლავრი ხმა იმისა, რომ ქვეყანა ასე ვერ გააგრძელებს ცხოვრებას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

 

 

დღის ამბები