აშშ-ში ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გააუქმეს. კანონპროექტს ხელი გუბერნატორმა რალფ ნორტემმა მოაწერა.
გუბერნატორის განცხადებით, სიკვდილით დასჯა ფუნდამენტურად არასწორი და არაფექტიანია. სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.
ვირჯინია ამერიკის 23-ე შტატია, სადაც სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.