29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს - უმრავლესობის ლიდერები სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. 

თარიღთან დაკავშირებით, დღეს  სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა. 

წირვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის სხვა ლიდერები დაესწრნენ.  

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. 

რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.

დღის ამბები