29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
Pfizer-ით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება.

"საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა​. მე მინდა ყველა პარტნიორ ორგანიზაციას მადლობა ვუთხრა, ვინც ვაქცინის მიღებაში დაგვეხმარა.

დღეს საღამოდან Pfizer-ის ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება არჩევანი გააკეთოს "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის. Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. Pfizer-ით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები