29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
Pfizer-ის ვაქცინა 3 ქალაქის 6 კლინიკაში გადანაწილდება - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის დოზები გაიყოფა

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა უკვე საქართველოშია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ასტრაზენეკასგან" განსხვავებით, ვაქცინის დოზები გაიყოფა.

"ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 კლინიკა ქუთაისში და 4 თბილისში. ეს კლინიკებია ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, "ამტელი" და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი, ცხაკაიას სახელობის "ევექსის" კლინიკა," - განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები