29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
აშშ-ის სენატმა პირველად დაამტკიცა ტრანსგენდერი ადამიანი ფედერალურ თანამდებობაზე

აშშ-ის სენატმა რეიჩელ ლევინი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის გახდა პირველი ტრანსგენდერი, რომელმაც აშშ-ში ფედერალური თანამდებობა დაიკავა. ამის შესახებ CNN- წერს.

63 წლის რეიჩელ ლევინის კანდიდატურა ჯო ბაიდენმა წამოაყენა. მის დანიშვნას მხარი დაუჭირა სენატის 52 წევრმა, წინააღმდეგ წავიდა 48. ამასთან ლევინს მხარი დაუჭირა ყველა დემოკრატმა.

რეიჩელ ლევინი პედიატრია, ის ადრე იკავებდა პენსილვანიის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელისა და გენერალური ექიმის პოსტს.

მისი კანდიდატურის დასამტკიცებელ მოსმენაზე ლევინს რესპუბლიკელმა სენატორებმა კითხვები ტრანსგენდერულ მედიცინაზე დაუსვეს, საპასუხოდ ლევინმა თქვა, რომ ტრანსგენდერული მედიცინა ძალიან რთული სფეროა, სადაც უკვე არსებობს საიმედო კვლევები და მკურნალობის სტანდარტები.

The New York Times-ის ინფორმაციით, რეიჩელ ლევინმა ლგბტ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ახალ თანამდებობაზე დანიშვნისას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

"როგორც ვიცე პრეზიდენტმა ჰარისმა თქვა, მე მესმის რომ შესაძლოა პირველი ვიყო, მაგრამ მამხნევებს იმის ცოდნა, რომ არ ვიქნები უკანასკნელი," - განაცხადა ლევინმა.

დღის ამბები