29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც პოლიტიკოსის შტაბების ქსელის ხელმძღვანელი ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, ნავალნი, რომელიც პოკროვის კოლონიაში იმყოფება, ზურგის მწვავე ტკივილს განიცდის და ეკარგება მგრძნობელობა ფეხში.

ლეონიდ ვოლკოვი ვარაუდობს, რომ ალექსეი ნავალნი შესაძლოა ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდეს და კოლონიის ადმინისტრაცია ამ ფაქტის დამალვას ცდილობს.

სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 3.5 წლიანი პატიმრობა "ივ როშეს საქმეზე" გამოსაცდელი ვადის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიუსაჯა. შინაპატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნი  ქალაქ პოკროვის კოლონიაში 2.5 წელს გაატარებს.

დღის ამბები