29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს, გადახედოს საარჩევნო კოდექსში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს და პარლამენტის რეგლამენტში შესატან რამდენიმე ცვლილებას

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია მოუწოდებენ საქართველოს, გადახედოს საარჩევნო კოდექსში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან რამდენიმე ცვლილებას.

რაც შეეხება ცვლილებას საარჩევნო კოდექსში, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებებს და არის "არაპროპორციული და უსაფუძვლო“, ვენეციის კომისია "უფრო პროპორციული და შესაბამისი საშუალების“ განხილვის რეკომენდაციას იძლევა, რათა მიღწეული იყოს ცვლილებების მიზანი, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ზომებს, რომ შესაბამისი ქმედებებისთვის ინდივიდუალური პარლამენტარებისთვის შესაბამისი შედეგები დადგეს.

კომისიის შეფასებით, ეს უფრო მეტად იქნებოდა თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტთან. ასეთი ფართო სანქციები იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, არ არის ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის არც ერთ წევრ სახელმწიფოში, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ საქართველოსთვის რეკომენდაციის სახით გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები