29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ინდოეთში კორონავირუსის ორმაგად მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინეს

ინდოეთში ახალი კორონავირუსის ორმაგად მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინეს. Reuters -ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში გაკეთდა.

სამინისტროს განცხადებით, მაჰარაშტას შტატში აღმოჩენილი ნიმუშების ანალიზისა და გენომის სეკვენირების შედეგად გამოვლენილია მუტაცია, რომელიც ადრე აღმოჩენილ მუტაციის ვარიანტებს არ შეესაბამება. ქვეყანაში ასევე აღმოჩენილია კორონავირუსის დიდი ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები.

ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა და ამ მონაცემებით ინდოეთი აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.  ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები