29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

"რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით," - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები