29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არის ფეიკნიუსი - შსს

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ "ფეისბუქით" გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით. "ამ ახალ ფოტოზე - აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად - ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია",- წერს სანდრო ბრეგაძე.

"ქართული მარშის" ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს "ფეიკ-ნიუსს". სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, "ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები