ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ზუგდიდში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი მართავდა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება "კურიერის" გადამღები ჯგუფი, რომელიც მომხდარის დეტალებს არკვევს.