29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
საქართველოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს - სენატორმა ჯინ შაჰინმა Twitter-ზე  ვიდეომიმართვა გაავრცელა

სენატორმა ჯინ შაჰინმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ Twitter-ით ვიდეომიმართვა გაავრცელა. სხდომას თავად ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობდა. 

ვიდეომიმართვაში სენატორმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისთვის საჭირო რეფორმების აუცილებლობას.

"დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს", - წერს ჯინ შაჰინი.

მან განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეთანხმებას მიაღწიონ. 

დღის ამბები