29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
"იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, არსებობდა ხარვეზებიც" - კარა მაკდონალდი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენაზე, საქართველოს საკითხის მომხსენებელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწე კარა მაკდონალდი მმართველი პარტიის ძალაუფლების სახელმწიფო ინსტიტუტებში კონცენტრაციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ეს დემოკრატიის მიმართ მოქალაქეების ნდობას საფრთხეს უქმნის.  

გარდა ამისა, კარა მაკდონალდი ოქტომბრის არჩევნებსაც ეხმარება და ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ გასული შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, არსებობდა ხარვეზებიც. 

"მმართველი პარტიის ძალაუფლების კონცენტრაცია სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიტიზებული სასამართლო და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე ძირს უთხრის ქართველების ნდობას საკუთარი დემოკრატიის მიმართ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, იმის მიუხედავად, რომ გასული შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, არსებობდა ხარვეზებიც. ბრალდებები იყო დარღვევებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის საზღვრის წაშლაზე. ეუთოს მისიამ კონკრეტულად ხაზი გაუსვა წუხილს, საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის დომინირებაზე და გასაჩივრების პროცესის ნაკლოვანებებზე,“ - განაცხადა კარა მაკდონალდმა.  

დღის ამბები