29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ტაქსით სამზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა დღეიდან იხსნება

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული აკრძალვა, რომელიც ტაქსით გადაადგილებისას მძღოლის ჩათვლით სამზე მეტი პირის მგზავრობას გულისხმობს, დღეიდან იხსნება.

ცვლილება, რომელიც "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში 2021 წლის 23 მარტს შევიდა, ითვალისწინებს, რომ ტაქსით გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.

სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.

დღის ამბები