29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს - რა შეთავაზებები აქვთ გერმანელ გეოლოგებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგების შემოთავაზებაა, რომ მეწყრული ზონის მონიტორინგთან ერთად, განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები:

"ამ ეტაპზე მიმდინაროებს კვლევა-პროექტირება, სამუშაო ჯგუფი მუშაობს მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომების მხრივ გადადგმული ნაბიჯები, რომ მოძრაობა ჩაიკეტა და სამუშაოები შეჩერებულია. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ეს არის, რომ უნდა დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს იქ მიმდინარე ცვლილებები. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად, განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები. მისაღები უფრო მეტად დაკონკრეტდება კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევების პირველადი მონაცემები. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რამე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც მიაწოდებს ინფორმაციას. იქ გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ არ შევუშვათ, რადგან იქიდან ჩამოსულები ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და აქვთ მცდელობა, პანიკა დათესონ, თუ მათ მართლა შესტკივათ გული ჩვენი კარი ღიაა, რომ ჩაგრთოთ სამუშაო ჯგუფში," - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე მედიას მოუწოდებს, მეწყერთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. 

როგორც კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მერიამ მეწყრის პრობლემის შესახებ ან არ იცოდა, ან მიზანმიმართულად მალავდა. კალაძის თქმით, ამ და სხვა მეწყრული პრობლემების შესახებ ინფორმაცია შესაბამის საიტზეც არის განთავსებული და პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

"შევქმენით სამუშაო ჯგუფი და პროცესებში პირველივე დღიდან ჩავრთეთ შესაბამისი ექსპერტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები, ასევე დარგის სხვადასხვა სპეციალისტები და მათ 2 დღეა გერმანელი სპეციალისტებიც დაემატათ, რომლებიც მუშაობდნენ წყნეთი-ახალდაბას მეწყერული გზის აღდგენით სამუშაოებზე და შეშელიძის ქუჩაზე,"- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მოუწოდა, რომ ამ საქმეში ჩართონ სხვა დაინტერესებული სპეციალისტებიც.

 მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა არც განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი.

დღის ამბები