29 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ჯორჯ კენტი: ნათელია, რომ ნატოში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ეს გახლავთ "ქართული ოცნების" მიერ არჩეული გზაც

აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა საქართელოს ევროატლანტიკურ არჩევანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ეს გზა აქვს არჩეული მმართველ პარტიასაც. 

"ქართულმა ოცნებამ", რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას 2012 წლიდან, შეინარჩუნა ევროინტეგრაციის ვალდებულება მას შემდეგაც, რაც ბიძინა ივანიშვილი გადადგა თანამდებობიდან. 

საქართველოს სურვილი აქვს გახდეს ნატოს წევრი. ნათელია, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი და ეს გახლავთ "ქართული ოცნების" მიერ არჩეული გზაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს გზა ნათელია,"-განაცხადა ჯორჯ კენტმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ამ განმარტებით უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ოპოზიციის ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის კავშირების შესახებ.

დღის ამბები