29 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი კამერების წინ არ აიცრება

ვლადიმირ პუტინი არ არის კამერების წინ ვაქცინაციის მომხრე, ამიტომ ის საჯაროდ არ აიცრება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისედაც ბევრს აკეთებს რუსული ვაქცინის პოპულარიზაციისთვის, ამიტომ ვაქცინაციის ფოტო ან ვიდეომასალის გავრცელებას არ აპირებენ.

"პრეზიდენტი თავისი სამუშაო დროის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს უძღვნის ღონისძიებებს, საუბრებს და შეხვედრებს, რომლებიც ვაქცინაციასთან და ვაქცინის წარმოებასთანაა დაკავშირებული," - აცხადებს კრემლის წარმომადგენელი.

ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშაბათს ვლადიმირ პუტინი COVID-19-ზე აცრას აპირებდა, თუმცა რომელი პრეპარატით, არ დაკონკრეტებულა. როგორც რუსული მედია წერს, ეს სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთი იქნება.

პესკოვის თქმით, აცრის შემდეგ ვლადიმირ პუტინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

 

დღის ამბები