29 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ განცხადება  დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, მათ შორის ძირითადი ბრიტანული შტამია. 

"ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად, ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები