ისრაელში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო.
ქვეყნის ტელევიზიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები საღამოს 10 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება.
წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, არჩევნებში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია "ლიკუდი" ლიდერობს და ის 120 ადგილიან პარლამენტში 30-32 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება.