29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს ვაქცინაციის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს ვაქცინის ჩატარების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2-ს" სასჯელაღსრულებაში უდასტურებენ. როგორც უწყებაში ამბობენ, სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. იმავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. 20 მარტს კი ექთანს Covid-19 დაუდასტურდა. 

ექთანი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც კლინიკიდან "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია და დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე ​აღენიშნება.

"შემოიყვანეს კვირას რეგიონიდან. ჩატარებული ანალიზების თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მსუბუქი და დამაკმაყოფილებელი. კლინიკურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ყველაფერი ნორმაშია, ტემპერატურაც არ აქვს და აღენიშნება საერთო სისუსტე, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის," - ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში. 

 

ავტორი: ქეთი მაისაშვილი

დღის ამბები