29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის ბილეთის შეძენისას მყიდველს გადაადგილების საშვი ავტომატურად მიენიჭება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, რომელიც თბილისში 28 მარტს გაიმართება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მატჩზე მაყურებლის 30% დაიშვება.

საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მატჩი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, ყველა პირს, რომლებიც ბილეთს შეიძენენ, გადაადგილების საშვიც ავტომატურად მიენიჭებათ.

"რაგბის მატჩი, მოგეხსენებათ, გაიმართება სამ საათზე. ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ,“ - აცხადებს გიორგი ღიბრაძე. 

ასევე, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

დღის ამბები