შეიარაღებულმა პირმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ადამიანი მოკლა. ინციდენტი კოლორადოს შტატში მოხდა.
მამაკაცი ადგილობრივ სუპერმარკეტში შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია.
სროლის ამსახველი კადრების ნაწილი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გაავრცელეს.
პოლიციის ცნობით, დამნაშავე დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.