29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური 13%-მა დაკარგა, ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან.

გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და COVID-19-ის გავლენა
ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია.

მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13 პროცენტი) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 პროცენტი), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს.

პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსური დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.

"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია. ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს," -განაცხადა  NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა.

საქართველოს მოსახლეობა ელის, რომ არჩეული თანამდებობის პირები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე იზრუნებენ. მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეები მათგან ინკლუზიის საკითხებზე მუშაობას მოელიან: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ განაწილებას ემხრობა. ეს მოსაზრება პარტიული სიმპათიების მიხედვით არ იცვლება.

მოსახლეობის უმრავლესობას (54 პროცენტი) არ სჯერა, რომ პარლამენტი მათნაირი ადამიანების აზრს ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ (55 პროცენტი). საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ნდობის ნაკლებობა პარლამენტის მუშაობაში ჩართვის სურვილზეც აისახება. პარლამენტთან კომუნიკაციის ფორმებზე საუბრისას, მოსახლეობის ყველაზე დიდმა ნაწილმა (39 პროცენტი) თქვა, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობა არ სურს.

NDI-ის კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დღის ამბები