29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
528 ახალი შემთხვევა, 299 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 299, გარდაიცვალა 4 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 296PCR-ით - 6607.

საერთო ჯამში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 278 178 ადამიანი შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  270 668-ია, ხოლო გარდაიცვალა 3714 ადამიანი.

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირების შედეგად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2,53%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1,61%, ხოლო 7 დღის - 1,82%.

დღის ამბები