29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ბრიუსელმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაანადგურა - სერგეი ლავროვი

ბრიუსელმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაანადგურა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობას შეინარჩუნებს, თუმცა ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, რუსეთი ურთიერთობის გაღრმავების პოლიტიკას შეინარჩუნებს ჩინეთთან.

გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ერთხმად გადაწყდა ჩინეთის, რუსეთისა და ლიბიის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება. ევროკავშირმა პერსონალური სანქციები 11 პირს დაუწესა, ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის ბრალდებით.

სანქციებს სანქციებით პასუხობს ჩინეთი, ქვეყნის მთავრობამ ევროპელ პარლამენტარებსა და ევროკავშირის ოთხ იურიდიულ პირს სინძიანის რეგიონის შიდა საქმეებში ჩარევისთვის სანქციები დაუწესა.

ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სასანქციო სიაში შემდეგი პირები მოხვდნენ: ევროპარლამენტის წევრები რაინხარდ ბუტიკოფერი, მიხაელ გალერი, რაფაელ გლუქსმანი და სხვადასხვა სფეროს მეცნიერები და იურიდიული პირები.

დღის ამბები