რეიკიავიკელმა ბიორნ სტეინბეკმა ისლანდიაში, დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს მდებარე ვულკანის ფოტოები დრონით გადაიღო - ვულკანმა 6000 წლის შემდეგ პირველად ამოხეთქა.
სანახაობა ტურისტებისთვის ძალიან პოპულარულია - იმის სანახავად, როგორ მოედინება ცხელი ლავა, ვულკანთან თავი ათასობით ტურისტმა მოიყარა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვულკანის გააქტიურებამ საავიაციო საფრთხის დონე ნარინჯისფერ ნიშნულამდე გაზარდა, შედეგად, საჭირო გახდა კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების შეწყვეტა.
სეისმური აქტივობების შედეგად ვულკანმა გაააქტიურება 24 თებერვლიდან დაიწყო.