29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
მეგობრები გიორგის ნამდვილად ჰყავს "ქართულ ოცნებაში", თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპრიორი პოლიტიკური ერთიანობაც შედგება - ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის შეფასებით, თუ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ის მმართველი გუნდის კონკურენტი იქნება.

ამასთან, დავითულიანი აცხადებს, რომ გახარიას "ქართული ოცნებაში" მეგობრები ნამდვილად ჰყავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გახარიას პოლიტიკურ გუნდს შექმნიან.

"საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური ძალა და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარზზე.

​გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, როგორც დღეს განაცხადა, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება, იმიტომ, რომ ის ამ პარტიიდან წასულია.

მეგობრები გიორგის ნამდვილად ჰყავს "ქართულ ოცნებაში" და ბევრი კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპრიორი პოლიტიკური ერთიანობაც შედგება ამ ადამიანების, გიორგისთან. ვიღაც შეიძლება იყოს, ვიღაც შეიძლება არ იყოს.

არავითარი კონსულტაციები არ მქონია და არც არავისგან არ მსმენია," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დღეს განაცხადა - მან "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა - "არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან."

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

დღის ამბები