29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება - ალეკო ელისაშივილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ უფრო საინტერესო გახდება.

"რამდენადაც მე ვიცი, გახარია ფიქრობს პარტიის შექმნას და გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ ვიხილავთ მას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერად.

ის სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა ის სერიოზული ფიგურა იყოს უკვე ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არსად წასვლას აპირებს - მათ შორის, არც პოლიტიკიდან.

დღის ამბები