29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ჩემთვის საინტერესო იქნება თუ შექმნის პარტიას, ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო - ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას მიესალმება და აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო იქნება, თუ ექსპრემიერი პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდება.

"ყველას აქვს უფლება, შექმნას პარტია, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. ასე რომ, მისასალმებელია, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად და არ გვექნება, მათ შორის, მმართველ პარტიას გაკოტრებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჭიდილი. 

ჩემთვის საინტერესო იქნება თუ შექმნის, იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მათი კრიტიკული ხედვა საინტერესო იქნება, ალბათ, საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. 

გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დღეს განაცხადა - მან "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა - "არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან."

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

დღის ამბები