29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
170 ახალი შემთხვევა, 396 გამოჯანმრთელებული და 10 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 396, ხოლო გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6185 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 993, PCR-ით - 3 192.

საერთო ჯამში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 277 650 ადამიანი შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 270 369-ია, ხოლო გარდაიცვალა 3710 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირების შედეგად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,75%, ბოლო 14 დღის განმავლობაში -1,56%, ხოლო 1,72 დღის - 1,46%.

დღის ამბები