"ევროკავშირს რუსეთის ვაქცინა არ სჭირდება" - ევროკომისარმა თიერი ბრეტონმა რუსული "სპუტნიკის" შესახებ ფრანგულ არხთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
ევროკავშირის ვაქცინის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მოსახლეობისთვის ივნისის ბოლომდე ევროპული წარმოების ვაქცინის საკმარისი დოზების მიწოდებას უზრუნველყოფენ და კონტინენტის მასშტაბით იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
ევროკომისრის ამ განცხადებებს კრიტიკულად გამოეხმაურა რუსული ვაქცინის მწარმოებელი და ბრეტონი მიკერძოებაში დაადანაშაულა.
"სპუტნიკი" ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის. ვაქცინის ექსპერტიზის პროცედურა "ევროპის წამლის სააგენტომ" რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.