29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
ახალი სოციალური ქსელი დონალდ ტრამპისგან - "ტვიტერზე" დაბლოკილი ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ პლატფორმას ქმნის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში ბრუნდება, თუმცა, როგორც Fox News წერს, ამჯერად - საკუთარი სოციალური ქსელით. 

ტრამპი "ტვიტერზე" 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს. დონალდ ტრამპი, წლების განმავლობაში, სოციალური ქსელების ძალიან აქტიური მომხმარებელი იყო. 

ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი საკუთარი პლატფორმით სოცმედიაში, დაახლოებით, 2-3 თვეში დაბრუნდება. მილერი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი პლატფორმაზე ათობით მილიონი ადამიანის მოზიდვას შეძლებს. 

დღის ამბები