29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
7 გარდაცვლილი, მათ შორის პატარა ბავშვი - საავადმყოფოს დაბომბვას სირიაში მსხვერპლი მოჰყვა

სირიაში ჰოსპიტალზე იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ამბოხებულების კონტროლირებად ქალაქში განახორციელეს.

დაღუპულებს შორის ბავშვიცაა.

მომხდარის შედეგად დაშავდა საავადმყოფოს 14 თანამშრომელი.

ავიაიერიშიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთის საზღვართან ახლოს ამბოხებულების საწვრთნელი ბანაკები დაბომბა რუსეთის სამხედრო ავიაციამ. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები