29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
წყალმა სახლი მთლიანად წაიღო - ავსტრალიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული

ავსტრალიის მთავრობა წყალდიდობის გამო, სიდნეის გარეუბნებიდან დღეს ათასობით ადამიანის ევაკუაციას გეგმავს. "ევრონიუსის" ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ქვეყანაში ბოლო 60 წლის განმავლობაში არ მომხდარა. უახლოესი დღეების განმავლობაში ავსტრალიაში კვლავ წვიმაა ნავარაუდევი. 

უხვი ნალექის გამო ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნიუ საუთ უელსის შტატში მდინარეები ადიდდა.

წყალდიდობისგან დაზარალებულ სიდნეისა და სხვა ქალაქებში მაშველები მუშაობენ. პროცესში ჩართულია ავიაციაც. სტიქიის გამო დაიხურა 150-მდე სკოლა.

BBC წერს, რომ წყალმა მდინარესთან ახლოს მდებარე სახლი მთლიანად წაიღო. კოტეჯი წყვილს - სარა სორსსა და ჯოშუა ეჯს ჰქონდათ ნაქირავები, ისინი მდინარის პირას, სახლთან ახლოს ქორწინების ცერემონიალს გეგმავდნენ.  შემთხვევის დროს წყვილი სახლში არ იმყოფებოდა.

"ძალიან სწრაფად მიცურავდა, დაახლოებით კილომეტრის მანძილზე სახლი მთლიანად დაუზიანებელი იყო," - ამბობს სახლის მფლობელი პტერ ბოუი. 

ხელისუფლებამ შტატიდან უკვე მოახდინა 18 000 ადამიანის ევაკუაცია. 

დღის ამბები