29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
იტალია მოქალაქეების აცრას AstraZeneca​-ს ვაქცინით დღეიდან განაახლებს, იგივეს გეგმავს ევროპის 10-მდე ქვეყანაც

იტალია მოქალაქეების აცრას AstraZeneca​-ს ვაქცინით დღეიდან განაახლებს. ქვეყანამ ამ პრეპარატით აცრები ორშაბათს შეწყვიტა. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება იტალიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა.

AstraZeneca​-ს პრეპარატით ვაქცინაციის განახლებას გეგმავენ კვიპროსი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ლატვია და ლიეტუვა. აცრების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ ირლანდია და შვედეთი.

COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო კარანტინი ცხადდება საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში, 20 მარტიდან სამკვირიანი ლოკდაუნი ამოქმედდება უკრაინის დედაქალაქ კიევში, მომდევნო კვირიდან კი ბულგარეთში სკოლები, რესტორნები და სავაჭრო მოლები მუშაობას შეაჩერებენ.​

დღის ამბები