29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ოპოზიციის ულტიმატუმების ერთი პუნქტი ითვალისწინებდა კანონის ფეხქვეშ გათელვას, მეორე კი ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციამ ულტიმატუმები წამოაყენა.

მისი თქმით, ამ ულტიმატუმების ერთი პუნქტი ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე  ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

"ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს, ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი ამოცანაა, ამ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა და სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის, იმ ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს, მათ შორის, იმ ულტიმატუმებით, რომელიც იყო დაყენებული. ჩვენ ვხელმძღვანელობდით ამ პრინციპებით,"-განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღის ამბები