29 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ძირითად საკითხებზე საერთოდ ვერ მოხდა დაახლოება - ბადრი ჯაფარიძის თქმით, დიალოგის პროცესში უმრავლესობა კონსტრუქციული არ იყო

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონთან გამართულ 9 საათიან შეხვედრაზე, ოპოზიცია იყო კონსტრუქციული, თუმცა ხელისუფლებას შეთანხმების მზაობა არ აღმოაჩნდა. 

"ამ პროცესში ოპოზიცია წარმოჩნდა უკიდურესად კონსტურქციულად განწყობილი მზად თანამშრომლობისთვის, მაგრამ იგივე ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. ძირითადი საკითხები თქვენთვის ცნობილია, მათზე საერთოდ ვერ მოხდა დაახლოება.

უმნიშვნელოვანესი შემოთავაზებები იყო სხვა მიმართულებითაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, აქაც იყო ძალიან კარგი იდეები, სამწუხაროდ აქაც ვერ ვნახეთ "ქართული ოცნების" მზაობა რომ ეს შემოთავაზებები გაეთვალისწინებინათ,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები