29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა - კრისტიან დანიელსონმა საქართველოში მოლაპარაკებები შეწყვიტა

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა - კრისტიან დანიელსონმა საქართველოში მოლაპარაკებები შეწყვიტა და ბრუსელში ბრუნდება.

პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, მას სურვილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაძლეულიყო, თუმცა რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, ის ასრულებს მედიაციას თბილისში და ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება. 

შეხვედრა მხარეებს შორის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობდა 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა. აღსანიშნავია, რომ კრისტიან დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი საკუთარი სურვილით, ქართული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით მოულოდნელად გაახანგრძლივა.

მედიაციის პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ ფასილიტატორი ელჩები - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომლებიც ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ.

დღის ამბები