29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ჩვენ სამართლიანი, პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს, ველით ოპოზიციის მხრიდან კომპრომისს - არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის და მმართველი გუნდის წევრები დღეს კრისტიან დანიელსონს ხვდებიან. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ დღევანდელი შეხვედრა პოზიციების დაახლოებას უწყობს ხელს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ ნაბიჯებს ელის.

"ჩვენ სამართლიანი, პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და პირველ რიგში ოპოზიციის ინტერესშიც. ამიტომ ვნახოთ, დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ დაგვეხმარება, რომ პოზიციები დავაახლოვოთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები