29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
28 მარტს საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 30% დაიშვება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 30% დაიშვება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მატჩზე მაყურებლის დასწრება ეპიდემიოლოგიური წესების სრული დაცვით მოხდება.

28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ასევე იმართება ძიუდოში გრანსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%," - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები