29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების აღჭურვა დაფინანსდება. განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.

"ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები