29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის არავითარი საფუძველი არ არსებობს - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯოზეფ ბორელის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

პრემიერი იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევა კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შესაძლებელია.

ღარიბაშვილის თქმით, ახლა მთავარია ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევებზე კონცენტრირება.

"ჩვენ მოვისმინეთ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობისა და სიტუაციის. ასევე ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები არჩევნების, რომელიც მათი შეფასებით, ჩატარდა სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში. აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა, შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ, დღეს მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიც არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მით უმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხო გარემოს ფონზე.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები