29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე 2 პირი - 1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების მიზნით ე.კ.-ს 7 ცალი "გლოკის" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები გადასცა.

სამართალდამცველებმა ე.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 7 ცალი "გლოკის" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები